ვლადიმერ კონსტანტინიდი - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია გვაქვს დასახული

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ჩვენ გარკვეული სტრატეგია გვაქვს დასახული და მუშაობას სხვა ქვეყნებთანაც ვაგრძელებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც "ევროპული საქართველოს" მოთხოვნას გამოეხმაურა. ოპოზიცია „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის“ რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას ითხოვს. დადგენილება იურიდიულ კომიტეტზე მთავარი პროკურორის გამოკითხვასაც ითვალისწინებს.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, აღნიშნულ საკითხზე განმარტებები მაღალ დონეზე, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკვე გაკეთდა. მისივე თქმით, საგარეო უწყება სიის მიმართულებით მუდმივ რეჟიმში მუშაობს.

"ჩვენი უწყების კომპეტენციიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ საგარეო უწყება მუდმივ რეჟიმში და აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. ამ საკითხზე ევროპარლამენტის დადგენილება იყო, სხვადასხვა ქვეყნებმა შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ორგანოების დონეზე მიიღეს. მადალითად: ირლანდიის და კანადის საკანონმდებლო ორგანოებმა. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გახსოვთ. ვიცით, რომ ლიეტუამ ფაქტობრივად, სრულიად გაიზიარა აღნიშნული სია და შეზღუდვები შემოიღო. ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული სტრატეგია გვაქვს დასახული და მუშაობას სხვა ქვეყნებთანაც ვაგრძელებთ", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

იხილეთ ვიდეო: საგარეო საქმეთა სამინისტრო - "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან" დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია გვაქვს დასახული

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა