ვლადიმერ კონსტანტინიდი ავსტრიის ელჩის განცხადებაზე - დასაზუსტებელია, ელჩის განცხადების ეს კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ხომ არ არის

ჩვენ ყოველთვის ვიზიარებთ ჩვენი პარტნიორების განცხადებებს, შენიშვნებს, წინადადებებს, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხში დასაზუსტებელია კონტექსტი, რა კონტექსტშიც ელჩმა გააკეთა განცხადება, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი ავსტრიის ელჩის განცხადებას, რომელმაც საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა.

საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ელჩის შემდგომი განმარტებები საინტერესო იქნება.

„ამ განცხადების მთლიანი კონტექსტი გასათვალისწინებელია. დასაზუსტებელია, ხომ არ არის ელჩის განცხადების ეს კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან ამოგლეჯილი",-აცხადებს კონსტანტინიდი.

შეგახსენებთ, ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. როგორც მან აღნიშნა - „მუდმივად გვიწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო