მაისის თვის სტიქიებთან დაკავშირებით, „არდი“ საკუთარ დაზღვეულებსა და საზოგადოებას სოციალურ ანგარიშს აბარებს

მაისის თვის ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარი რამდენიმე სტიქიის შედეგად სადაზღვევო ინდუსტრიას საკმაოდ სოლიდური ზარალი მიადგა - აგრო, ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებით.

სეტყვამ და წყალდიდობამ ძირითადად სამი რეგიონი მოიცვა: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი.

არდის სადაზღვევო შემთხვევათა რეგულირების დეპარტამენტის უფროსის, იოსებ დაბრუნდაშვილის განცხადებით: „ამ ტერიტორიებზე დაახლოებით 500-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია დაზიანებული. არდის სადაზღვევო შემთხვევათა შემფასებლები და რეგიონალური მართვის გუნდი, პროფესიონალ აგრონომებთან ერთად, სრული დატვირთით მუშაობენ სამივე რეგიონში იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ზარალის სრულად დათვლა და ფერმერისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. წინასწარი მონაცემებით, ზარალის მოცულობა რამდენიმე ასეული ათასი ლარია. ჩვენი პრიორიტეტია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოვახდინოთ მიყენებული ზიანის სწორი და კვალიფიციური შეფასება, რათა სრულად დავიცვათ ჩვენი ფერმერების ინტერესები, აგროდაზღვევის სახელმწიფო დადგენილებით გათვალისწინებული პირობებით“.

აღსანიშნავია, რომ არდის ექსპერტი-აგრონომები გადამზადებულები არიან მსოფლიოში წამყვანი, ესპანეთის აგროდაზღვევის კომპანია AgroSeguro-ს მიერ. ნაკვეთის დათვალიერებისას ხდება პროფესიული რჩევების მიცემა ფერმერებისთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და გააგრძელონ სტიქიის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოვლა აგრო-კალენდრით ისე, რომ მიყენებული ზიანის მიუხედავად, მაინც შეძლონ მაქსიმალური მოსავლის მიღება.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გარდა, სტიქიის შედეგად დაზიანდა ასევე 100-მდე ავტომობილი თბილისსა და რეგიონებში. 80%-ის შეფასება უკვე დასრულებულია და დაწყებულია ზარალის ანაზღაურება ან ავტომობილის შეკეთების პროცესი, რომელიც დასრულდება მიმდინარე კვირის ბოლომდე.

სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა რამდენიმე კომერციული ქონების ობიექტსაც. დაზიანებულია ძვირადღირებული ტექსტილის საწყობები და მაღაზია. აღნიშნული ზარალის შეფასება ფაქტობრივად დასრულებულია და მზადდება საჭირო დოკუმენტაცია ანაზღაურების გასაცემად.

არსებული მონაცემებით, ავტო და ქონების დაზღვევის ბენეფიციარებზე გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურება, ასევე რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო, სტიქიის შედეგად მიყენებული დისკომფორტი, მაქსიმალურად აგვეღო საკუთარ თავზე, შეგვემცირებინა ჩვენი დაზღვეულებისთვის მოულოდნელად წარმოშობილი პრობლემის მასშტაბი და ვფიქრობთ მიზანი მიღწეულია. არდის ხარისხის მართვის სამსახური ახდენს ზარალის რეგულირების მონიტორინგს მის ყველა ეტაპზე. დაზღვეულებს შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება ან პრეტენზია ხარისხის კონტროლის ცხელ ფოსტაზე sos@ardi.ge ან ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული სპეციალური ბლოკის „მომხმარებლის ხმის“ საშუალებით: http://ardi.ge/index.php/customer-voice-ka/ , რომელსაც მოჰყვება მყისიერი რეაგირება.

მსგავსი შემთხვევები, კიდევ ერთხელ ადასტურებს დაზღვევის ინსტრუმენტის, როგორც ყველაზე მყარი ფინანსური დაცვის ბერკეტის როლს, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ყველა რგოლისთვის - უბრალო ფერმერიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესით დასრულებული.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა