დავით ზალკალიანი - ყველა იმ თემატიკაზე, რომელიც აქტუალურია ბოცვანისა და საქართველოსთვის, გვაქვს ურთიერთგაგება და მხარდაჭერა

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით ჩვენ ყველა იმ თემატიკაზე, რომელიც აქტუალურია ბოცვანისა და საქართველოსთვის, გვაქვს ურთიერთგაგება და მხარდაჭერა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბოცვანას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იუნითი დოუსთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეხვედრაზე მან მინისტრს საქართველოში არსებული ვითარება და ის რეფორმები გააცნო, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიმდინარეობს. საუბარი შეეხო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას აქვს. მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები დასახეს და იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთთანამშრომლობა შემდგომ წლებში თვისობრივად ახალ დონეზე გადავა.

„ეს არის ბოცვანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. ქალბატონი იუნითი დოუ არის საკმაოდ ცნობილი ადამიანი-ადამიანის უფლებების დამცველი, მწერალი, პოლიტიკოსი, რომელიც მსოფლიო საზიგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. 2011-2012 წლებში მსოფლიოს ქალთა სამიტმა იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 150 ქალბატონის სიაში შეიყვანა. ჩვენთვის მისი მასპინძლობა ძალიან დიდი პატივია.

კმაყოფილებით მსურს აღვნიშნო, რომ 2019 წლის მარტში ჩვენ ვუმასპინძლეთ ბოცვანის დელეგაციას. ეს იყო პირველი გაცნობითი შეხვედრა, 10- კაციანი დელეგაცია ეწვია საქართველოს, ქვეყენაში განხორციელებული რეფორმების უკეთ გაცნობის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ რეფორმების გაზიარების კუთხით ვმუშაობთ. დღევანდელი ვიზიტიც ამ მიზანს მოემსახურება",-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ბოცვანას საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლიბა იუსტიციის სახლს ეწვიოს და საკუთარი თვალით იხილოს ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციის კუთხით.

დავით ზალკალიანმა კოლეგას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს