Ми-8МТВ-1 ტიპის 4 ვერტმფრენს კაპიტალური რემონტი უტარდება

მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტალში, სასაზღვრო ავიაციაში Ми-8МТВ-1 ტიპის 3 ერთეული ვერტმფრენი საოპერაციო მზადყოფნაში იქნება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშშია აღნიშნული, მიმდინარეობს 4 ერთეული Ми- 8МТВ-1 ტიპის ვერტმფრენის კაპიტალური რემონტი. აღნიშნული ვერტმფრენებიდან 1 ვერტმფრენი გარემონტებულია და შესულია საოპერაციო მზადყოფნაში. დანარჩენი 3 ვერტმფრენის რემონტი კი მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტლებში უნდა დასრულდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სასაზღვრო ავიაცია, გარდა ლოგისტიკური მხარდაჭერის განხორციელებისა, პასუხისმგებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძებნა-გადარჩენის (SAR) ოპერაციების მხარდაჭერაზე”, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა