დედოფლისწყაროში 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლის 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ.

ოჯახის ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგი გოგონას წარსულში მომხდარ საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა, სადაც "კაცი აღწერდა, როგორ დაამყარა მისი ასაკის მოზარდთან ურთიერთობა".

ბავშვის ბებიის ინფორმაციით, გოგონამ მასწავლებლის ქმედების შესახებ სკოლის ადმინისტრაციასაც აცნობა, შევიწროების ფაქტები კი ტელეფონზე ჩაიწერა. თავის მხრივ, აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს თავად სკოლის დირექტორი.

"ჩვენი სკოლოს 82 წლის პედაგოგი ცდილობდა ლტოლვა გამოეხატა 12 წლის გოგონას მიმართ და მას უყვებოდა წარსულში მომხდარ ამბავს. ბავშვმა თვითონ გვითხრა ამის შესახებ და მაშინვე ვაცნობეთ ყველა შესაბამის ორგანოს. ამ ეტაპზე ეს პიროვნება ჩვენს სკოლაში აღარ მუშაობს," - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშორებით გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები.

"27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნული შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: "აღწერდა, როგორ დაამყარა მისი ასაკის მოზარდთან ურთიერთობა" - ტელეფონზე ჩაწერილი 12 წლის მოსწავლის შევიწროების ფაქტი და დადანაშაულებული 82 წლის მასწავლებელი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა