საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ „ბედნიერებამდე ერთი თამაშია“ კამპანია დაიწყო

ლალი ზურაბიშვილმა „ლოტო 6/36“-ის ჯეკპოტი - 857 007 ლარი - გასული წლის 28 აგვისტოს მოიგო. მოგებული თანხა არაერთ კარგ საქმეს მოახმარა. მათ შორის აისრულა ოცნება და სოფლად სახლის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ეროვნული ლატარიიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლალი ზურაბიშვილს თავდაპირველად ეგონა, რომ „ლოტო 6/36“-ის საშუალებით გაცილებით მცირე თანხა მოიგო, თუმცა „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრში მისვლისას აღმოაჩინა, რომ მოგებამ 857 007 ლარი შეადგინა.

ამასთან, „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ინფორმაციით, ლალი ზურაბიშვილი მოგების შემდეგ ლატარიის თამაშს კვლავ განაგრძობს.

„ლალი ზურაბიშვილი „ლოტო 6/36“-ს სისტემატურად თამაშობს. იმ დღესაც, ტრადიციულად, სახლთან ახლოს მდებარე ლატარიის ჯიხურში „ლოტო 6/36“-ის რამდენიმე ბილეთი შეიძინა, მაგრამ ისევ უკან მიბრუნდა და ორი ბილეთიც დაამატა. სწორედ ამ ორიდან ერთ-ერთმა მოუტანა მას ჯეკპოტი - 857 007 ლარი! როგორც თავად იხსენებს, გათამაშების დროს რამდენიმე წუთით ეკრანს მოსცილდა და ვერ გაიგო, როდესაც მისი ბილეთის ექვსივე რიცხვი ლოტოტრონმა თანმიმდევრობით გამოავლინა, ამიტომ ეგონა, რომ მისი ბილეთი მომგებიანი იყო, თუმცა მოგებად გაცილებით ნაკლები - 4565 ლარი წარმოედგინა. „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრში მისვლის შემდეგ, მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მაგარი სიახლე შეიტყო. გაიგო, რომ მისმა ბილეთმა გაცილებით მეტი - 857 007 ლარი - ჯეკპოტი მოიგო. ლალი ზურაბიშვილმა პირველად შვილს დაურეკა და დაუჯერებელი ამბავი აუწყა. ამბავი იმისა, რომ იმ დღეს ის მდიდარი ადამიანი გახდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ საზოგადოებას ლატარიის ბილეთების შეძენისკენ მოუწოდებს. მათივე ინფორმაციით, ბილეთის ყიდვა არაერთ ადგილზეა შესაძლებელი.

„იყავი შემდეგი, შეიძინე ლატარიის ბილეთები მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტოს ჯიხურებში, საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვისცენტრებში, უბნის მაღაზიებში, დიდ სავაჭრო ობიექტებში, „ავერსისა“ და „გუდვილის“ ქსელში უშუალოდ სალაროებთან ან ონლაინ www.lotto.ge - ზე და თავად დარწმუნდი, რომ „ბედნიერებამდე ერთი თამაშია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა