საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს წევრს ჰოვარდ დინს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესი და ამ კონტექსტში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების რეფორმებზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰოვარდ დინს დეტალურად გააცნო საკონსტიტუციო რეფორმით გათვალისწინებული ის ძირითადი ცვლილება, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ სტუმარს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის მიმდინარეობასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურაზე, ასევე, საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმაზე მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა და მიმდინარე მილიტარიზაცია მთავარი ეროვნული გამოწვევაა. მისივე შეფასებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

ირაკლი კობახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხების მიმართ, საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი. ამ კონტექსტში მან ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ არსებობს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა. ჰოვარდ დინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სტრატეგიული პარტნიორია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო