გურჯაანის მერი და ბაზრის მოვაჭრეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეები მერიის წინადადებას არ დათანხმდნენ. ისინი ვადის ამოწურვის მიუხედავად, ტერიტორიის დატოვებას და ალტერნატიულ ადგილზე გადასვლას არ აპირებენ.

ამის გამო გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეებსა და მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არჩილ ხანდამაშვილი მოადგილესთან ერთად, მოვაჭრეებს შეხვდა და სამუშაოს გასაგრძელებლად სხვა ფართი შესთავაზა,რამაც მოვაჭრეები გააღიზიანა. ისინი მერს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და უფლებამოსილების გადამეტაში დაადანაშაულეს.

აღსანიშნავია რომ მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის დავა რამდენიმე თვეა გრძელდება. ბაზრის მოვაჭრეებს ტერტორიის დატოვების ვადა 3 ივნისამდე ჰქონდათ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა