ავსტრიის ელჩი - ჩემი ცალკეული განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი

ჩემი ცალკეული განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, - ამის შესახებ ავსტრიის ელჩის არად ბენკოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ავსტრიის დიპლომატიურ წარმომადგენლობის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ გავრცელდა.

განცხადებაში ავსტრიელი დიპლომატი „30 მაისს „ტვ პირველმა“ საქართველოში ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით რამდენიმე ელჩთან საათნახევრიანი ინტერვიუ ჩაწერა. პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცალკეული განცხადებები რომელიც მე მეკუთვნის, საქართველოს აკრიტიკებდა.

ფაქტობრივად, ისინი ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, ინტერვიუსი, რომელმაც ხაზი გაუსვა ფართო შესაძლებლობებს და განიხილა გამოწვევები ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის ენერგო და ტურიზმის სექტორში, სფეროებში, რომლებშიც ავსტრია ძალიან აქტიურია საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისი თქმით, ინტერვიუში ნათლად აღნიშნა, რომ საქართველოში კორუფცია არის დაბალი და კანონის უზენაესობა გარანტირებული. ავსტრიელი დიპლომატის განცხადებით, საქართველო მიმზიდველია ინვესტორებისთვის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო