კახა კალაძე პრეზიდენტს - ქალბატონო სალომე, ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, თუ როგორი მომხიბვლელი და როგორი ლამაზია ჩვენი დედაქალაქი

ქალბატონო სალომე, ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, თუ როგორი მომხიბვლელი და როგორი ლამაზია ჩვენი დედაქალაქი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, პრეზიდენტის როლი მნიშვნელოვანია.

„ქალბატონო სალომე, ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, თუ როგორი მომხიბვლელი და როგორი ლამაზია ჩვენი დედაქალაქი თავისი უნიკალური ისტორიული შენობა-ნაგებობებით, ისტორიული ქუჩებით, რომლებიც მომხიბვლელია და ყველა ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც სტუმრობს საქართველოს, ჩვენს დედაქალაქს ის მეორეჯერ და მესამეჯერ აუცილებლად ბრუნდება. ამიტომ, თქვენი როლი ამ ყველაფერში, რომ გავიტანოთ ჩვენი ქალაქის სახელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს