სოზარ სუბარის განცხადებით, საკადრო ცვლილებები პარლამენტში არ იგეგმება, მათ შორის, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებითაც

არანაირი საკადრო ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში არ იგეგმება,-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სოზარ სუბარი არც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა, გიორგი ვოლსკიმ დაიკავოს.

„2020 წელს იხილავთ განახლებულ, გამარჯვებულ „ოცნების“ გუნდს პარლამენტში",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სოზარ სუბარის თქმით, მსგავსი საკითხი არ განიხილება და პარლამენტი 2020 წლამდე იქნება ისეთი სახით, როგორიც არის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა