გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე - განაჩენი, რომელიც აპელაციაში დადგა, გვაძლევს საშუალებას, თავიდან წავიკითხოთ ამ საქმის ყველა გარემოებები

ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, გვაძლევს საშუალებას, თავიდან წავიკითხოთ ამ საქმის ყველა გარემოებები,-ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ხორავას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

შს მინისტრის თქმით, მაშინ, როცა საუბარია იმაზე, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება, უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ საქმე არასრულწოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება, რასაც თავისი სპეციფიკა აქვს და ძალიან რთულია გამოსაძიებლად.

„უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - ეს იყო არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული, ამ საქმის გამოძიებას აქვს თავისი შეზღუდვები და ეს იყო ძალიან რთული საქმე გამოსაძიებლად. ასეთი საქმეები შეიძლება გამოძიებაში იყოს წლობით. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის არ არის გამამართლებელი, თუმცა ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ ამ საქმის ყველა გარემოებები, იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია, რომელიც იქნება ამ გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში მიღებული“, - განაცხადა გახარიამ.

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს - გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა და ორივე მათგანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ.-ს სასჯელის სახით 9 წელი და 9 თვე, გ.ბ.-ს კი 10 წელი და 6 თვე ჰქონდა შეფარდებული.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა