ირაკლი კობახიძე - შალვა თადუმაძეს, როგორც გამორჩეულ პროფესიონალს, აქვს სრული შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

შალვა თადუმაძეს, როგორც გამორჩეულ პროფესიონალს, აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"თითოეულ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში. სწორედ ამიტომ გავხსენით ეს პროცესი და რა თქმა უნდა, შალვა თადუმაძესაც, როგორც გამორჩეულ პროფესიონალს აქვს სრული შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას",-განაცხადა კობახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კანდიდატურაცაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა