ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ მურღულია სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ქუთაისში დაპირებულ და გაჭიანურებულ პროექტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც თეიმურაზ მურღულია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსაც უკავშირდება. ინფორმაციაში მოყვანილ გარემოებებს კი შესაბამისი ფაქტობრივი ღირებულება არ აქვთ.

„ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტის I ფაზის დასრულების მოახლოება რომ სხვადასხვა ძალებში დიდ უკმაყოფილებას და შეშფოთებას იწვევს, სულ მცირე, აქ არავის არ გაკვირვებთ.

დღეს აღმოვაჩინე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ფრიად საინტერესო დასკვნები დაუდევს და რომ არა IPN-ზე მათი განთავსება, იქ მოყვანილი გარემოებების ფაქტობრივი ღირებულებიდან გამომდინარე, კომენტარით არც კი შეგაწუხებდით.

პირველი - ჯერ არ აშენებულ უნივერსიტეტს რექტორი დაუნიშნეს და ხელფასს აძლევენო. სწრაფად გამოვტოვებ იმ ფაქტს, რომ მინისტრის მოადგილეობისას, ბევრი ინსინუაციის მიუხედავად, ამ პოზიციის ხელფასს არ ვიღებდი და პირდაპირ გადავალ მთავარზე - ამ ორგანიზაციის ანალიტიკოსები მართლა თვლიან, რომ უნივერსიტეტის აკადემიური მზაობისათვის სამუშაოები მისი შენობების აშენების მომენტიდან იწყება? სხვა რესურსი თუ ვერ ნახეს (როგორც თვითონ ამბობენ), სულ მცირე რექტორის მ.შ-ს ვინაობა სცოდნიათ და ან ჩემს კედელზე, ან ჩემგან არაერთხელ მინათითებ უნივერსიტეტის „ფეისბუქ“ გვერდზე ვერ მიაგნეს ვერაფერს გერმანელ პარტნიორებთან უნივერსიტეტის მოდელზე და პროგამებზე ყოველდღიურ და ინტენსიურ მუშაობაზე?

ასევე, ვთავაზობ "საერთაშორისო გამჭვირვალობას" საჯაროდ დადოს ოფიციალურ მისამართზე გამოგზავნილი წერილის ჩაუბარებლობისა და უკან დაბრუნების დასტური, რადგან ნამდვილად ამ მისამართზე ვართ და არც არაფერი მიგვიღია. რაც შეეხება იმას, რომ ელექტრონული საშუალებებითაც ვერ დაგვიკავშირდნენ - განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან „ფეისბუქ“ გვერდის მესენჯერში მშვენიერი მიმოწერა გვაქვს ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან ჯერ კიდევ 10 მაისიდან“, - წერს თეიმურაზ მურღულია.

ასევე, მისი ინფორმაციით ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება, საზოგადოებას კი არსებული გეგმების შესახებ ინფორმაცია ახლო მომავალში მიეწოდება.

„ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავიც არ შეგაწყინოთ, უნივერსიტეტი შენდება. ვისაც ამის მეათედი მასშტაბის პროექტის განხორციელებაში მაინც მიუღია მონაწილეობა, მიხვდება, რამდენი დეტალისა და გამოწვევისაგან "იკრიბება" წარმატება. მალე უნივერსიტეტის გეგმების შესახებ მთელი საზოგადოება მოისმენს. იმაზე მეტი და პოზიტიური სიახლე გველის, ვიდრე პროექტის პრეზენტირებისას იყო წარმოდგენილი. ჩვენ გეგმიურად და თანმიმდევრულად გაწვდით ინფორმაციას პროგრესზე, ხოლო თქვენ თავად მშვენივრად იცით, ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ არა“, - წერს თეიმურაზ მურღულია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო