კახა კალაძე - ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია

მე ნამდვილად ამაყი ვარ და მეამაყება ის, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.

„ჩვენ, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, შეუძლებელია მისი გაკეთება და წარმატებით დასრულება, თუ არა გაქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა.

ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ, გავამკაცრეთ კანონები, გავამკაცრეთ სამშენებლო რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით. ეს გარდაუვალი იყო და ამის გარეშე შეუძლებელი იყო ჩვენ გვეფიქრა მომავალზე. ჩვენ ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, გვაქვს და გვექნება საქართველოს პარლამენტიდან. მინდა თითოეულ მათგანს, ჩვენს პარლამენტარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო