დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ბრიტანეთში გრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გრძელდება. გუშინდელი დღე ძირითადად დაეთმო სახელმწიფო ვიზიტისათვის დამახასიათებელ საზეიმო ღონისძიებებს: მიღება დედოფალ ელისაბედ მეორესთან, ბუკინგემის სასახლის მუზეუმის დათვალიერება.

4 ივნისს დღის წესრიგშია სახელმწიფო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი. შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან მის რეზიდენციაში დაუნინგ სტრიტზე და გაფართოებული შეხვედრა ტრამპის გუნდის წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის მთავრობის წევრებს შორის. ვიზიტის ძირითადი მიზანია ამბიციური სავაჭრო ხელშეკრულების მომზადება, რომელიც უაღრესად ხელსაყრელი იქნება სტრატეგიული პარტნიორებისათვის ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში.

5 ივნისს, აშშ -ს პრეზიდენტი ტერეზა მეისთან ერთად ჩავა ინგლისის სამხრეთით მდებარე ქალაქ პორტსმუთში, სადაც დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაში გადასხმიდან 75 წლის აღსანიშნავად. ამ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების ლიდერები და მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი. 6 ივნისს ტრამპი და სხვა ლიდერებიც გადაინაცვლებენ საფრანგეთში, სადაც ასევე დაგეგმილია ანალოგიური საზეიმო ღონისძიებები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო