საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმა Expedia-მ განთავსების ობიექტების თანამშრომლები გადაამზადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმა Expedia-მ განთავსების ობიექტების თანამშრომლები გადაამზადა. ტრენინგები 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია - -"სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის."

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, Expedia-ს საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგები საქართველოს 6 ქალაქში გამართეს: თბილისი, თელავი, გორი, ბორჯომი, ქუთაისი და ბათუმი. თითოეულ ქალაქში სამუშაო შეხვედრები მოეწყო, რომლებსაც ჯამში ტურიზმის სფეროში დასაქმებული დაახლოებით 200 ადამიანი დაესწრო.

Expedia-ს ტრენერებმა განთავსების ობიექტების თანამშრომლებს დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს დაჯავშნის პლატფორმის შესახებ, თემატიკის მიხედვით: თანამშრომლობის მნიშვნელობა OTA-სთან (ონლაინ ტურისტული სააგენტო), სასტუმროს შემოსავლების მართვის პრინციპები, თუ როგორ განათავსონ სასტუმრო მთავარ ტურისტულ პლატფორმაზე Expedia-ზე რეგისტრაცია/აქტივაცია, პლატფორმაზე მუშაობის პრინციპები და არსებული ბრენდებისა და საიტების შესახებ.

„კერძო სექტორის მხარდასაჭერად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Expedia-სთან ერთად ატარებს ტრენინგებს საქართველოს მასშტაბით. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის მხარდაჭერია "სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის." ჩვენ ერთობლივად გადავამზადეთ განთავსების ობიექტების თანამშრომლები. სატრენინგო პროგრამა მოიცავს განთავსების ობიექტების მართვასა და რეალიზებას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კერძო სექტორის, მათ შორის საოჯახო სასტუმროების წარმომადგელებმა იცოდნენ, როგორ მოახერხონ თავიანთი პროდუქტის რეალიზება“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა