შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკი და ფსიქოტროპული მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,მტკვარი’’, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მედიკამენტები აღმოაჩინეს. კერძოდ, სგპ ,,ქუთაისის აეროპორტში“ 112 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, ხოლო სგპ ,,მტკვარზე’’ 49 გრამი სუფთა ჰეროინი გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა