ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობაზე, რაც მთავარი წინაპირობაა ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ხაზი გაესვა ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას.

მხარეებმა, ასევე ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგებზე.

ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

ენდრიუ შოფერმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო