ავსტრიის ელჩი - საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ტურისტული შესაძლებლობების თვალსაზრისით

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ტურისტული შესაძლებლობების თვალსაზრისით. ენერგეტიკის სექტორით კი, ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან პირდაპირი ინვესტიციების ერთი მესამედი სწორედ ამ სექტორზე მოდის,- ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, მის მშობლიურ ქვეყანაში არის რამდენიმე ისეთი ჰესი, რომლის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაც ტურისტულად ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. „აღმოსავლეთ ავსტრიაში არის ქალაქი, რომელშიც ენერგო პროექტებია განხორციელებული და მათ დასათვალიერებლად ხშირად ჩამოდის არნოლდ შვარცნეგერი, რომელსაც თავის მხრივ უამრავი ტურისტი მოჰყვება, როგორც ჰესის, ისე თავად მსახიობის ნახვის მიზნით. რაც შეეხება საქართველოს, მე თუ მკითხავთ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ტურისტული შესაძლებლობების თვალსაზრისით. ენერგეტიკის სექტორით ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან პირდაპირი ინვესტიციების ერთი მესამედი სწორედ ამ სექტორზე მოდის. ქვეყანა ერთი მხრივ აქტიურია ჰესების მშენებლობის თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისი ტურბინების მიწოდების კუთხით. სხვათაშორის, არაგვზეც გვაქვს საშუალო სიმძლავრის ჰესი აშენებული, რომელიც ტურისტული კუთხითაც საინტერესო ლოკაციაა. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ბაიკერები ხშირად გადიან ამ გზას, რომელიც ჰესთან არის და შეუსაბამოა მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან“,- აცხადებს ელჩი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს