სერგი კაპანაძე - საგამოძიებო კომისის მთავარი რეკომენდაცია მიხეილ კალანდიას დაკავება იყო, სამართლიანობის ბოლომდე აღსადგენად მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციებიც შესრულდეს

იმისთვის რომ ამ საქმეში სამართლიანობა ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიის დანარჩენი რეკომენდაციებიც შესრულდეს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას.

დეპუტატის თქმით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ მიხეილ კალანდია დაკავებული უნდა ყოფილიყო.

„შს სამინისტრომ დააკავა მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ფაქტში თანამონაწილეობის ბრალდებით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო ის მთავარი რეკომენდაცია დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსცა შარშან. სამწუხაროა, რომ ამდენის ხნის განმავლობაში შს სამინისტრო ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. ჩვენ კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე იმ მასალების ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, გამოვეცით რეკომენდაცია, რომ მას ბრალი უნდა წაყენებოდა. დღეს ეს მოხდა და იმედი მაქვს, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი და მართლმსაჯულება შედგება. იმისთვის რომ ამ საქმეში სამართლიანობა ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი რეკომენდაციებიც რომელიც კომისიამ გასცა, იყოს შესრულებული. განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომელიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ შს სამინისტროსა და პროკურატურაში და რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს თავის დროზე. ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა საქმის ძიება, თავის დროზე რომ მომხდარიყო ეს მძიმე, არასამართლებრივი ჩარევა ამ საქმის გამოძიების და მიმდინარეობის პროცესში“,- განაცხადა კაპანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო