ერდოღანი - საუბარიც კი არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ თურქეთმა უარი თქვას რუსული „ეს-400“-ის შეძენაზე

თურქეთი იცავს რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებაზე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მის კომენტარს „ევრონიუსი“ „როიტერის“ სტამბულის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. ერდოღანის განცხადებით, საუბარიც კი არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ თურქეთმა უარი თქვას რუსული „ეს-400“-ის შეძენაზე. ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ აშშ-ის ალტერნატიული წინადადება მათთვის ანალოგიური ამერიკული იარაღის „პეტრიოტის“ მიწოდების შესახებ არ იყო იმდენად კარგი, როგორიც რუსეთის შეთავაზებაა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, თურქეთის მიერ რუსული იარაღის შეძენამ შეაშფოთა აშშ-ც და თურქეთის სხვა ნატოელი მოკავშირეებიც. ისინი აცხადებენ, რომ „ეს-400“ შეუთავსებელია ნატო-ს სისტემებთან. თურქეთმა შესაძლოა ამის შემდეგ ვეღარ მიიღოს ამერიკული თვითმფრინავები „ეფ-35“-ები, რომლის შესახებაც შეთანხმება ასევე მიღწეულია და თურქი მფრინავები აშშ-ში უკვე სწავლობენ ამ თვითმფრინავების გამოყენებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა