გია ვოლსკი - სერგი კაპანაძის განცხადება არაკომპეტენტურია - არ შეიძლება პარლამენტის კომისიამ საგამოძიებო სტრუქტურა ჩაანაცვლოს და თავი შეიქოს, რომ მათმა გამჭრიახობამ გამოძიებას აჯობა

სერგი კაპანაძის დღევანდელი განცხადება სამართლებრივი თვალსაზრისით არაკომპეტენტურია - არ შეიძლება პარლამენტის კომისიამ საგამოძიებო სტრუქტურა ჩაანაცვლოს და თავი იმით შეიქოს, რომ მათმა გამჭრიახობამ გამოძიებას აჯობა, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ კომისიის ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს.

„ჯერ ერთი ეს (მიხეილ კალანდიას მკვლელობაში თანამონაწილეობა) გამოძიებამ დაადგინა და არა კომისიამ. ამას გამოძიება ისედაც დაადგენდა, კომისიას რომ არც ემუშავა, თუმცა გარკვეული პოზიტივი კომისიის მუშაობასაც ჰქონდა“, - აღნიშნა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ტრაგიკულობის გარდა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს თან ახლდა სერიოზული სირთულე.

“იყო ჩვენებების მიცემისაგან თავის შეკავება. იმ პერიოდში მოცემულობა იყო სულ სხვა. შემდგომში გამოძიების ინტენსივობამ განაპირობა ბევრ საკითხზე პასუხების მიღება. მაგრამ ნუ ვიჩქარებთ - არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომელიც უნდა დავიცვათ - ჯერ ვნახოთ როგორ იყო და შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები იმსჯელებენ გამოძიების ხარისხზე, რაც ადრე ჩატარდა და რომელიც ახლა მიმდინარეობს. ადრე თუ გვიან უნდა გავიდეთ სამართლიან გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისის მთავარი რეკომენდაცია მიხეილ კალანდიას დაკავება იყო, სამართლიანობის ბოლომდე აღსადგენად მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციებიც შესრულდეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს