ხატია მოისწრაფიშვილი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრების დადგენის შესახებ პრეზიდენტის განცხადება პრემიერთან შეთანხმებული იყო

პრეზიდენტის ყველა აქტივობა და მოლაპარაკება კანონთან სრულ შესაბამისობაშია და შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრების დადგენის შესახებ გაკეთებული განცხადება შეთანხმებული, განაცხადა, რომ შეთანხმებული იყო.

„საქართველოს პრეზიდენტის სახელით მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადებაც იყო შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო