უწყებათაშორისმა კომისიამ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელა

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და არსებული პრობლემების გადასაჭრელად უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყებათაშორის კომისიაში შედიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, კომისიამ, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელა. დღეს, კომისიის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში ვერტმფრენით გაემგზავრებიან და ვითარებას ადგილზე შესწავლიან, რის შემდეგაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

56-ე კმ-ის გარდა, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. ასევე, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტის წარმოდგენისთანავე განხორციელდება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოები. ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო