საქსტატი - 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 27.5%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა,- ამის შესახებ საქსტატის 2019 წლის საწარმოთა საქმიანობის პირველი კვარტლის შედეგების ამსახველ ანგარიშშია აღნიშნული.

საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 9.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 54.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 28.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.3 პროცენტი, საშუალოზე - 24.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33.9 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებლებს, 2019 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 663.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.2 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.3 პროცენტი ქალია, ხოლო 57.7 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა