ლია გიგაური პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პროექტის ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პროექტი 2017 წელს დაიწყო და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დასავლური ღირებულებების გაცნობაა.

მათვე ცნობით, იგი ორ ეტაპს მოიცავს: მონაწილეების (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების) გადამზადება და გადამზადებული თანატოლგანმანათლებლების მიერ მოხალისეობრივ საფუძველზე შეხვედრების ჩატარება - სკოლების ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და ა.შ.

„ამ დროისათვის 24 მუნიციპალიტეტის 146 სოფელში, 203 ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც 4510 მონაწილე დაესწრო. შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ტრენერები დაჯილდოვდნენ და მათ სერთიფიკატები გადაეცათ. მანამდე კი ისინი საინფორმაციო ტურის ფარგლებში აკადემიის ცხოვრების წესს გაეცნენ, აკადემიაში მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების, არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ცნობიერება აიმაღლეს, რასაც შემოდგომაზე დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიც გამოიყენებენ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხალისე ტრენერებმა მოქალაქეებს, რომელთაც ქართულ ენაზე ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ, ევროპის შესაძლებლობები დაანახეს ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით. შესაბამისად, დაანახეს პერსპექტივები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას განვითარებისათვის გააჩნია.

„იმ ორი დღეში, რომლებიც ახალგაზრდებმა აკადემიაში გაატარეს, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია იყო რეალიზებული და ქვეყნის დამცველი, შეისწავლო უამრავი პროფესია და საკუთარი შესაძლებლობები ქვეყნის სამსახურს მოახმარო“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

აუდიტორიას აგრეთვე მიესალმნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე რამაზ კვარაცხელია, USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და აშშ-ს თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი.

პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სსიპ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაერო-ს ასოციაციის ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის (PITA) პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა