განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  უნივერსიტეტებს სტიპენდიანტებისთვის გასაცემი თანხები  ჩაერიცხათ

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტებს სტიპენდიანტებისთვის გასაცემი თანხები ჩაერიცხათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

"სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" პროგრამის ფარგლებში, 2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრისთვის სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტიპენდიანტთა რაოდენობები დამტკიცდა. ბრძანებები გადაგზავნილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თანხა უკვე გადარიცხულია", - განაცხადეს სამინისტროში.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რატომ დაგვიანდა ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდიის გადარიცხვა უნივერსიტეტებისთვის, განათლების სამინისტროში უპასუხეს, რომ ეს ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზეზით მოხდა.

„პროგრამის ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო, ბრძანების გამოცემა დროში გაჭიანურდა", - აღნიშნეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან სტიპენდიების დაგვიანება გააპროტესტეს. მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა