აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს

აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც ელჭექით.

„საქართველოს მასშტაბით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ღამისა და საღამოს საათებში ძირითადად, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მათ შორის, თბილისშიც. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 27-32 გრადუსის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 29-34 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღეს თბილისში ხანმოკლე წვიმა იქნება და მალევე გამოიდარებს. ამინდის მკვეთრ გაუარესებას და სეტყვას არ ველოდებით“, - აღნიშნა ნიორაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო