ნაძალადევის რაიონში  ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საგზაო ინფრასტრუქტურა ორივე ქუჩაზე ჯამში, 2 880 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მერიის ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

„გზის რეაბილიტაცია კიდევ ორ ქუჩაზე დავასრულეთ. როგორც ხორნაბუჯის, ისე ხევსურეთის ქუჩის ნაწილზე ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ორივე ქუჩაზე კაპიტალურად შევაკეთეთ გზის საფარი და ახლა უკვე მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 188 000 ლარი დახარჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო