ხატია მოისწრაფიშვილი - აზერბაიჯანში პრეზიდენტის ვიზიტის საკითხები  მთავრობასთან იყო შეთანხმებული, ხოლო გარეჯში სალომე ზურაბიშვილის  სტუმრობა არავისთან შეთანხმებულა

აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საკითხები, კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან იყო შეთანხმებული, ხოლო უშუალოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში პრეზიდენტის სტუმრობა არავისთან შეთანხმებულა, ვინაიდან ქვეყნის შიგნით გადაადგილების შეთანხმების ვალდებულება არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ორი სხვადასხვა საკითხის - რომელთაგან ერთი აზერბაიჯანში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, ხოლო მეორე - დავით გარეჯში ვიზიტს უკავშირდება, ერთმანეთში აღრევა მოხდა, რაზეც, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხის გაცემა მოუწია.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტმა აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო და წლების განმავლობაში გაყინულ საკითხზე დაიწყო მუშაობა.

"ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ დამისვა კითხვა, აზერბაიჯანში ვიზიტისას, საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც შეთანხმდა პრეზიდენტ ალიევთან, იყო თუ არა შეთანხმებული საქართველოს პრემიერთან. აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ ყველა ასეთი აქტივობა არის კანონთან შესაბამისობაში და ეს აქტივობაც იყო შეთანხმებული. რაც შეეხება გარეჯის თემას, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, გარეჯში და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება, კერძოდ, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, არავისთან თანხმდება. მოხდა აღრევა, ჟურნალისტებმა მკითხეს, იყო თუ არა შეთანხმება იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც მოჰყვა კომისიების ამუშავება, იყო შეთანხმება და ვთვლით, რომ ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ამდენი წლის განმავლობაში გაყინული საკითხი დაიძრა. ორ მეგობარ ქვეყანას შორის არის შეთანხმება და კომისიებმა დაიწყეს მუშაობა. გარეჯში ჩასვლის მიზანი იყო "ევროპა ნოსტრას" ექსპერტების ჩაყვანა და საუბარი იყო იმაზე, რამდენად არის დაცული ძეგლი და სჭირდება თუ არა დახმარება ფრესკებს. ორი სხვადასხვა საკითხია, რომელიც გააერთიანეს და ასე გამოვიდა", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს