„მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებით,  აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში პოლიტიკურ საფუძველზე

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ნათია ზოიძის განცხადებას ეხმიანება. როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში პოლიტიკურ საფუძველს.

„2019 წლის 3 ივნისს გავრცელდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ღია წერილი. ნათია ზოიძე აცხადებს, რომ მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული ეს პროცესი არის პოლიტიკური ინტერესის ქვეშ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ასევე ამბობს, რომ საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას. ამავდროულად, საბჭოს წევრი - ბეჟან გობაძე საუბრობს, რომ ორი წევრი, რომელმაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ისევ ერთობლივად ცდილობენ სამთავრობო კანდიდატის ლობირებას.

ვფიქრობთ, აღნიშნული განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში პოლიტიკურ საფუძველს. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროცესებში ჩართულმა ყველა პირმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, რათა შევინარჩუნოთ პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებელი მაუწყებელი“, - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

ასევე, კოალიციის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ყურადღებით აკვირდება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი ისაუბრებს საჯაროდ და პროცესების გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას“, - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერს: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა