კარტოზიას ქუჩაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

კარტოზიას ქუჩაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა. ამის შესახებ შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, მიმდინარე წლის 4 ივნისის 21:00 საათიდან კარტოზიას ქუჩაზე, დაზიანებული საავტომობილო გზის​ აღდგენითი სამუშაოების გამო, სრულად აიკრძალა საავტომობილო მოძრაობა, კერძოდ, კარტოზიას ქუჩის და ყაზბეგის გამზირის კვეთიდან ცინცაძის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის კვეთამდე (პანდუსამდე). ცინცაძის ქუჩიდან კარტოზიას ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი პანდუსის გავლით გაემართება ახალ გზაზე, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. კარტოზიას ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილებას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს. აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს