ადვოკატის ცნობით, მიხეილ კალანდია თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა „ემოციურად ძალიან დატვირთულია“

მიგვაჩნია, რომ ბრალდების ის ფორმულირება, რომელიც წარდგენილია მიხეილ კალანდიას მიმართ, არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდება ,-ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, დაკავებული თავს მეტნაკლებად ნორმალურად გრძნობს.

„ვისაუბრეთ მის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოვემზადეთ იმ პროცედურებისთვის, რასაც კანონმდებლობით გავივლით ამ ორი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენი საუბარი სწორედ ამ საკითხებს ეძღვნებოდა",-აცხადებს ადვოკატი.

ამასთან, ანა კოტეტიშვილის თქმით, მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს და პოზიციის დაფიქსირება ბრალის ოფიციალური წარდგენის შემდეგ მოხდება. რაც შეეხება დაკავებულის ემოციურ მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, ის ემოციურად ძალიან დატვირთულია.

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს