ვლადიმირ ზელენსკი მამუკა ბახტაძეზე - ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრას ადასტურებს.

როგორც ზელენსკიმ "ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა, საქართველოს პრემიერთან „ტელეფონის ნომრები გაცვალა“.

"დიახ, ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე,"- განმარტა ზელენსკიმ.

ამასთან, კითხვაზე: აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, მან დადებითი პასუხი გასცა.

"რატომაც არა. დიახ. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში,"- დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბრიუსელში იმყოფებიან.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026