სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების ინოვაციური პროექტებისა და კვლევითი ნაშრომების ყოველწლიურ გამოფენას გამართავს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების ინოვაციური პროექტებისა და კვლევითი ნაშრომების ყოველწლიურ გამოფენას გამართავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 5 ივნისს, სასტუმრო „ბილტმორში“, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ინოვაციური პროექტებისა და კვლევითი ნაშრომების გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრება ამერიკიდან მოწვეული პროფესორების დელეგაცია და წარმომადგენლები საქართველოს ბიზნეს სექტორიდან.

„ღონისძიების მიზანია წარმოადგინოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სტუდენტების პროექტები კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის მომავალი თანაშრომლობის შესაძლებლობისთვის. პროექტები, რომლებზეც სტუდენტები მთელი წლის მანძილზე ინსტრუქტორებთან და ბიზნეს კომპანიებთან ერთად მუშაობდნენ, იქნება წარმოდგენილი შემდეგი მიმართულებებით: ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია და ქიმია/ბიოქიმა.

ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სან დიეგოდან მოწვეული პროფესორები და საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობაზე, განიხილავენ ამერიკაში არსებულ წარმატების მაგალითებს და იმ შესაძლებლობებს რომლებსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნეს სექტორს თანამშრომლობისთვის სთავაზობს,“-აცხადებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ცნობისთვის, 2019 წლის 3 ივნისს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულთა პირველ ცერემონიას უმასპინძლა საქართველოში. სტუდენტების 40-მა პროცენტმა უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები საქართველოში აღჭურვილი არიან ყველა საჭირო უნარითა და ცოდნით რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები.

სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში. SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალიხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური STEM კადრების მომზადება. ამჟამად უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 600-მდე სტუდენტი სწავლობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო