დავით კირკიტაძე - ხელისუფლებამ დრო მოიგო, შუალედური არჩევნები ჩაატარეს და შემდეგ გამომიშვეს - როცა დაკავებული ხარ, განეიტრალებული ხარ

ფაქტი და მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურას ჰქონდა წარმოდგენილი, სადავო არასდროს გაგვიხდია. უბრალოდ, ხელისუფლებამ 6 თვე მოიგო, შუალედური არჩევნები ჩაატარეს და გამომიშვეს, სხვა არაფერი მომხდარა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მისი დაკავების საფუძველი ჰქონდათ, თუმცა, ადმინისტრაციული წესით. კირკიტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მისი დაკავებით, ის პოლიტიკურად გაანეტირალა.

„თავიდან, პირველივე დღეს რასაც ვამბობდი, იგივე ვთქვი 31 მაისსაც. სასამართლო სხდომებიც იმის გამო დახურეს, რომ ეს ყველაფერი ცნობილი არ ყოფილიყო. შუალედური არჩევნები დამთავრდა, შესაბამისად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ის ზეწოლა, რაც ხდებოდა ჩვენი მხრიდან, ჩვენი მეგობარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან, აღარ გაგრძელებულიყო და ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. ფაქტი და მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურას ჰქონდა წარმოდგენილი, არც ერთ ეტაპზე სადავო არასდროს გაგვიხდია. უბრალოდ, ხელისუფლებამ დრო მოიგო, ძალიან კარგად იცოდა, მუხლი და ბრალი, რომელიც ჩემთვის იყო წარდგენილი, ადეკვატური არ იყო. ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო და არა სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, 6 თვე მოიგეს, ჩაატარეს შუალედური არჩევნები და გამომიშვეს, სხვა არაფერი მომხდარა.

ჩემი დაკავების ადმინისტრაციული საფუძველი ჰქონდათ, თუმცა, მათ ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენეს, დრო მოიგეს და შუალედური არჩევნების შემდეგ გამომიშვეს. ბუნებრივია, როცა დაკავებული ხარ, განეიტრალებული ხარ“, - აცხადებს კირკიტაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მისი გეგმები კვლავ პოლიტიკას უკავშირდება.

„ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება. უკვე ორი დღეა ამ საქმიანობაში აქტიურად ვარ ჩართული.

რაც შეეხება სასამართლოს და კონკრეტულად გურჯაანის სასამართლოს და იმ მოსამართლეს, რომელიც ჩემს საქმეზე სპეციალურად დანიშნეს, იმ ადამიანისგან, რა თქმა უნდა, არაფერი კარგის მოლოდინი არ მქონია. აღნიშნულ მოსამართლეს არაერთი სკანდალური საქმე აქვს განხილული, ადამიანი ჰყავს გასამართლებული მკვლელობაზე და შემდეგ, ის ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა. მისი კვალიფიკაცია და ასევე სხვა ღირებულებები, ძალიან საეჭვოა, რბილად რომ ვთქვათ. თუმცა, იმ ზეწოლამ, ჩემი თანამებრძოლების, სხვა პოლიტიკური პარტიების, თუ ორგანიზაციების, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ჩემთან მიმართებაში შერჩევით სამართალს ჰქონდა ადგილი, შედეგი გამოიღო და შესაბამისად, დღეს თავისუფალი ვარ“, - განაცხადა კირკიტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა