GWP მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

5 ივნისს, მგალობლიშვილის ქუჩაზე „ჯივიპის“ წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა და წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მომენტალურად დაიკეტა.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ GWP-დან აცნოებს, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლის შემდეგ ოპერატიულად დაიწყება ტექნიკური სამუშაოები მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

მათივე ინფორმაციით, მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება 6 ივნისის, დილის 08:00 საათამდე შეზღუდული აქვს: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს.

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: GWP მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო