დავით ზალკალიანის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა დავით გარეჯში ექსპერტები როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხარისთვის მისაღებ ვადებში  ჩავიდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა დავით გარეჯში ექსპერტების ვიზიტი როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხარისთვის მისაღებ ვადებში შედგეს. „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ექსპერტთა ჯგუფი, რომლის ვიზიტიც დაგეგმილია გარეჯში, ის ექპერტები არიან, ვინც ამჟამად ორმხრივი კომისიის შემადგენლობაშიც შედიან.

„კომისია ძალიან მრავალფეროვანია. იქ არიან როგორც სასაზღვროს წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კარტოგრაფები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტები. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ორმხრივად მისაღებ ვადებში, შესაბამის დროს განხორციელდეს ადგილზე ჩასვლა და სიტუაციის შესწავლა. მზაობა გამოთქმულია, ჩვენ ამაზე რა თქმა უნდა ვმუშაობთ და საზოგადოებას ეცოდინება, როდის მოხდება ეს ვიზიტი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა