1-ელი ივლისიდან თბილისის მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს

მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან მეტროში ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მეტროს რეაბილიტაციის პროექტი კაბელების შეცვლასთან ერთად, ასევე, ითვალისწინებს 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

„მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეტროში ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამშაოები არ წარმოებულა. დაახლოებით 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება შეცვლილი ახალი, თანამედროვე, ISO სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 1 ივლისიდან მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს.

„ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება 1 ივლისს, 2020 წლის ივლისში კი მთლიანად დამთავრდება ეს სამუშაოები. ამ პროექტის განხორციელების დროს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, იმიტომ, რომ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, ნორმალურ პირობებში იმუშაონ. შესაბამისად, მეტრო 1 ივლისიდან დილის 06:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე იმუშავებს და ჩემი თხოვნა სატრანსპორტო კომპანიასთან იქნება, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს