კახა კალაძე - ხვალიდან აეროპორტის გადასახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

ხვალიდან აეროპორტის გადასახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მონაცვლეობით გადაიკეტება გზის ერთი მხარე. საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალ მხარეს.

„ხვალ ვიწყებთ კიდევ ერთ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტს. თქვენ იცით, რომ კახეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, გვინდა, აეროპორტის გადასახვევის, ევროპის ქუჩის განახლება გავაკეთოთ. იქაც მძიმე მდგომარეობაა. ხვალიდან ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. პირველ ეტაპზე ჩაიკეტება ერთი მხარე და მოძრაობა ცალ მხარეს იქნება შესაძლებელი. დაახლოებით 1 თვე დასჭირდება ამ სამუშაოების განხორციელებას. აქაც ყველაფერი მოწესრიგდება: გამწვანება, გარე განათების სისტემა, თავისი ბოძებით და ა.შ.

ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი პირველად ჩამოდის საქართველოში და გამოივლის ამ ცენტრალურ გზას, ის ყველანაირად მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ პირველი შთაბეჭდილება შეექმნას ჩვენს ქალაქზე. კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ძალიან მაგარ ტემპში. მთლიანად სახეშეცვლილი იქნება როგორც ცენტრალური მაგისტრალი, ასევე ევროპის ქუჩაც. დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაჯდება ამ სამუშაოების განხორციელება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!