სოფიო ქაცარავა - დევნილების შესახებ გაერო-ს რეზოლუციას პირველად ჰყავს 45 თანასპონსორი - ეს ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვებაა

პირველად გაეროს რეზოლუციას ჰყავს 45 თანასპონსორი - ეს ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 79 ხმით საქართველოს ინიცირებული რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მიღებას.

ქაცარავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დევნილები მათთვის უმნიშვნელოვანეს გზავნილებს მსოფლიოს ჭეშმარიტად გლობალური ორგანიზაციის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან იღებენ და ეს ხდება ყოველწლიურად.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებისა და ლტოლვილების თემატიკა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიოს დღის წესრიგში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური მასშტაბით უამრავი გამოწვევა და ცხელი კონფლიქტი არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დევნილები მათთვის უმნიშვნელოვანეს გზავნილებს მსოფლიოს ჭეშმარიტად გლობალური ორგანიზაციის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან იღებენ და ეს ხდება ყოველწლიურად. წლევანდელი კენჭისყრის სიახლე არის ის, რომ რეზოლუციის არსებობის ისტორიაში, ტექსტი პირველად გაიხსნა თანასპონსორობისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თანასპონსორი ქვეყნები ხდებიან რეზოლუციის პრაქტიკულად თანაავტორები. წელს დევნილების რეზოლუციას 45 თანასპონსორი ჰყავდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს ყველაფერი გამოხატავს საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდეს პოლიტიკურ მხარდაჭერას“,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს