GWP-ს ტექნიკური დირექტორის მოადგილე - რამ გამოიწვია მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილის ხელახალი დაზიანება სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოვლინდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორის მოადგილის ზურაბ ალფაიძის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოვლინდება რამ გამოიწვია მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილის ხელახალი დაზიანება.

როგორც ზურაბ ალფაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ვლინდება, რომ დაზიანება ზუსტად იმ ადგილზეა, სადაც წინა დაზიანება იყო.

„პირველ რიგში, ამ წუთისთვის ვაწარმოებთ საიდენტიფიკაციო სამუშაოებს, იმისთვის, რომ დაზიანება სრულად გამოჩნდეს და შემდეგ შევძლოთ ტექნიკური სამუშაოების ჩატარება. თუ არსებული დაზიანება დაკავშირებული იქნება წინა დაზიანებასათან, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დამატებით ჩავრთავთ ექსპერტიზისა და ტესტირების კომპონენტებს. რა თქმა უნდა, აქამდეც შემოწმდა, თუმცა არსებულ მონაკვეთზე წყლის სხვა კომუნიკაციებიც გაედინება. შესაბამისად, მას შემდეგ რაც სამუშაოები დასრულდება, ამასთან დაკავშირებით ზუსტ პასუხს გაგცემთ. ეს მილები აღნიშნულ ქუჩაზე, რამდენიმე ათეული წლის წინაა ჩალაგებული“, - ზურაბ ალფაიძემ.

რაც შეეხება წყალმომარაგების შეწყვეტას, პირველადი მონაცემებით, აბონენტებისთვის წყალი ხვალ, 09:00 საათამდე იქნება გამორთული. დიდი ალბათობით, ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებული გვექნება", - განაცხადა ალფაიძემ.

რაც შეეხება ამავე ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების შედეგად დაზიანებულ მანქანებსა და მათი მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურებას, ზურაბ ალფაიძის განცხადებით, ზარალის დათვლის პროცესი გრძელდება და სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება. ალფაიძის თქმით, დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო