დავით ზალკალიანი - ღიმილისმომგვრელია ის არასერიოზული სპეკულაციები, რაც მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ჩასვლას მოჰყვა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ღიმილისმომგვრელია ის არასერიოზული სპეკულაციები, რაც პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ჩასვლას მოჰყვა. ზალკალიანმა განმარტა, თუ რა მინზით გაჩერდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერის ამერიკაში ვიზიტის განხორციელებისას ბოლო წუთს გადაწყდა, რომ მამუკა ბახტაძე ბრიუსელში გაჩერებულიყო, სადაც მან ევროკავშირში ამერიკის ელჩისგან მიიღო მიწვევა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად.

„ღიმილისმომგვრელია აბსოლუტურად არასერიოზული სპეკულაციები ამ თემაზე. საქართველო პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური კუთხით, ხორციელდება ვიზიტი მნიშვნელოვან კომპანიებთან იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის უკეთ წარმოჩენა მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები იქნება ვაშინგტონში, სადაც მე პრემიერ-მინისტრს შევუერთდები. რაც შეეხება ბრიუსელში გაჩერებას, ეს იყო ბოლო წუთს გადაწყვეტილი, რადგანაც ჩვენმა მეგობარმა, მამუკა ბახტაძის პირადმა მეგობარმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა გორდონ სონდლანდმა, რომელიც აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ევროკავშირში, გამართა მიღება ბრიუსელში, რომელიც მიძღვნილი იყო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი ერთი თვით ადრე. ვინაიდან მამუკა ბახტაძე მიემგზავრებოდა ამერიკაში, მოხდა შეთანხმება, რომ ბრიუსელის გავლით და ამ მიღებაზე დასწრების შემდეგ, პრემიერი გაემგზავრებოდა აშშ-ში“, - განმარტა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არანაირი სხვა შეხვედრა ბრიუსელში დაგეგმილი არ ყოფილა.

„ამ მიღების დროს, ბუნებრივია, იქ იყვნენ ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა მათთან კომუნიკაციის, მათ შორის ზელინსკისთან. მაგრამ ამას არ შეიძლება ჩვენ ვუწოდოთ ოფიციალური შეხვედრა ან მოლაპარაკებები, ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში, დიპლომატიური პრაქტიკა არ იცნობს მსგავსი ფორმატის ფარგლებში ოფიციალურ მოლაპარკებებს. ეს იყო ხანმოკლე გაცნობითი შეხვედრა, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ეს დაადასტურა კიდევაც უკრაინის პრეზიდენტმა, რომ მათ ერთმანეთი გაიცნეს. არანაირ თემებზე მსგავს მიღებებზე საუბარი არ ხდება. არასერიოზულია, რომ ასეთი მიღებების დროს, რაღაც მნიშვნელოვან თემებზე იყოს საუბარი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის