სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ბატიაშვილს - აღფრთოვანებული ვარ თქვენი ძალისხმევით, განათლების სისტემის ტრანსფორმაციისთვის

აშშ-ში მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით უცხოელ მეცნიერებთან და ექსპერტებთან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა რეფორმის მიმდინარეობის პროცესი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორთან საუმიტრა ჯასთან შეხვედრაზე განიხილა.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა საქართველოში მიმდინარე რეფორმა და მთავრობის მხრიდან განათლების სისტემის მაქსიმალური მხარდაჭერა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა.

„მოვისმინე თქვენი გეგმები და უაღრესად აღმაფრთოვანებელია ის უზარმაზარი ძალიასხმევა, რასაც განათლების სისტემისთვის აკეთებთ. როგორც ჩანს, გექნებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში გზას გაგიხსნით მეტი წარმატებისკენ”, - განაცხადა საუმიტრა ჯასმა.

სამინისტროს ინფორმაციით, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები აქტიურად იქნებიან ჩართული განათლების რეფორმის მიმნდინარეობის პროცესში და მონაწილეობას მიიღებენ ყველა იმ იმ საინტერესო იდეის განხორციელებაში, რაც საქართველოში იგეგმება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ში განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო