თენგიზ კალანდია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია არ გამორიცხავს, რომ ისიც დააკავონ. ამის შესახებ კალანდიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ხვალ და ზეგ დამიჭერენ მეც და ჩემს უფროს შვილსაც, ასევე ჩვენთან ერთად ორი ბიჭი რომ იყო, მათაც. 9 თვეა, გარეთ ვართ და სპეციალურად არ დაამთავრეს ჩვენი პროცესი, რომ ჩვენს გასაჩუმებლად ბერკეტი ჰქონოდათ, ხმა არ ამოგვეღო. ჩვენ როგორც კი ხმას ამოვიღებთ და იმ პირების სახელებს და გვარებს დავასახელებთ, რომლებიც ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ჩვენს დაკავებას არ გამოვრიცხავ, რომ ხმის ამომღები არავინ დარჩეს“, - განაცხადა კალანდიამ.

მიხეილ კალანდიას მამა, რომელიც დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მის შვილებთან ერთად არის ბრალდებული, ამტკიცებს, რომ დაკავების შემდეგ, სასურველი ჩვენების მისაცემად სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ვიდეო: თენგიზ კალანდია - ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემა-ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა