შსს-ს მომსახურების სააგენტო Cieca-ს 51-ე კონგრესს უმასპინძლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო Cieca-ს 51-ე კონგრესს უმასპინძლებს. შსს-ს ინფორმაციით, პირველად საქართველოში, მძღოლთა ტესტირების ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Cieca 5-8 ივნისს თბილისში კომისიის კონგრესს ჩაატარებს. მათივე ცნობით, წელს, 51-ე კონგრესს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მასპინძლობს.

"თანამედროვე ტექნოლოგიები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის“- ამ თემაზე მსოფლიოს 33-ზე მეტი ქვეყნის 115 დელეგატი იმსჯელებს.

კონგრესს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე გახსნის და საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების დელეგატები საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევებს წარადგენენ. გარდა ამისა, დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით არსებული სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა.

„Cieca მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 37 ქვეყნის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს აერთიანებს. 2014 წლიდან საქართველო Cieca-ს წევრია. საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს.

CIECA-ს უმთავრესი მიზნებია: ავტომობილის მართვის სტანდარტების სრულყოფა, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, მძღოლთა განათლება და ტესტირება, მიღებული მართვის მოწმობის სანდოობის განმტკიცება და მისი საერთაშორისო აღიარების მხარდაჭერა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სისტემატურად თანამშრომლობს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მონაწილეობას იღებს Cieca-ს მიერ გამართულ სხვადასხვა სემინარსა და კონგრესში“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საგზაო უსაფრთხოების თემა და ამ გამოწვევასთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყებამ დაიწყო სოციალური კამპანია "#მეტისიცოცხლისთვის“. 2019 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად კი - შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტენსიურ აქტივობებს გეგმავს. მათ შორისაა გზებზე "ჭკვიანი" ვიდეოკამერების დამატება (2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 5 000-მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება), ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების გაზრდა, ავტომობილის ნომრის ამომცნობი ინოვაციური მობილური სისტემების დანერგვა და საკანონდებლო ცვლილებები, რაც გარკვეულ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს