ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი - ამ დროისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ამფეტამინების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზები

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გაზრდილი მომართვების კუთხით დინამიკა ახალი ნივთიერებების გამოჩენას და მათი მოხმარებით გამოწვეულ დამანგრეველ ეფექტებს უკავშირდება, - ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ ქვეყანაში გამოჩენილ ახალ ნარკოტიკებზე კომენტირებისას განაცხადა.

ცენტრის დირექტორის თქმით, ამ დროისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ამფეტამინების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზები.

„ძირითადად, ნარკოტიკის მიღებით გამოწვეული პრობლემები უკავშირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას. იწვევს სხვადასხვა ბიოლოგიურ, ბიოქიმიურ ცვლილებებს, მათ შორის, ფსიქიკურ აშლილობებს.

საქართველოს ნარკობაზარი ასაკის მხრივ არის სტაგნირებული. მაგალითად, 2015 წლის ,,ესპადის” კვლევაში იყო საგანგაშო სურათი, 10%-ზე მეტს სკოლის მოსწავლეებისა, კავშირი ჰქონდათ ნარკოტიკებთან. მომავალ წელს დაგეგმილია შემდეგი კვლევა და უფრო სრული სურათი გვექნება”, - განაცხადა ლაშა კილაძემ.

ამასთან, ლაშა კილაძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია და იგი სრულად დატვირთულია.

„მოთხოვნა ფსიქიკურ ჯანმრთელობის სერვისებზე არის ტრადიციულად მაღალი, ჩვენი ცენტრი სრულად არის დატვირთული. დინამიკა მომართვების კუთხით უკავშირდება ახალი ნივთიერებების გამოჩენას და მათი მოხმარებით გამოწვეულ დამანგრეველ ეფექტებს. ამ დროისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ამფეტამინების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზები.

ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ერთჯერად მიღების შემთხვევშიც გვქონია არაერთი შემთხვევა, როცა ხდება მაგალითად, შიზოფრენიის მანიფესტირება.

უნდა დავიწყოთ მაქსიმალურად ადრე ბავშვებთან მუშაობა, საგანმანათლებლო აქტივობა. პრევენცია და პროფილაქტიკა არის წარმატებული ანტინარკოტიკული სისტემის საფუძველი. თუ არ გვექნა საგანმანათლებლო აქტივობები ამ კუთხით, მხოლოდ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა არ იქნება ეფექტური”, - განაცხადა ლაშა კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა