„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საზაფხულო აქციას სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტრადიციული სეზონური შეთავაზებები გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, TOYOTA-ს პირველმა ოფიციალურმა დილერმა საქართველოში, ივნისის თვიდან, საზაფხულო აქცია დაიწყო.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს, მთელი ზაფხულის მანძილზე, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად სთავაზობს. ამას გარდა, საზაფხულო აქციაში ჩართვით დაინტერესებული მომხმარებლისთვის, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სალონისა და ჰაერის ორიგინალ ფილტრებზეც სპეციალურ ფასს აწესებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საზაფხულო აქციით სარგებლობა, ამჯერად, VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებსაც შეეძლებათ. მათთვის ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლა ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 90 ლარად იქნება შესაძლებელი. Corolla-ს მფლობელებს ამ ტიპის მომსახურებას 100 ლარად გაუწევენ, Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს კი - 125 ლარად,“- აცხადებენ „ტოიოტა ცენტრი თბილისში“.

ასევე, მომხმარებელი, რომელიც საზაფხულო აქციაში ჩაერთვება, „ტოიოტა ცენტრ თბილისისგან“ სალონისა და ჰაერის ორიგინალი წარმოების ფილტრებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს. ამ შეთავაზებით "ტოიოტას" ოფიციალური დილერი გარემოსდაცვით გამოწვევებს ეხმიანება და მომხმარებელს სთავაზობს, თავი დაიცვას ქუჩაში არსებული გამონაბოლქვისა და დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვისგან, რის გარანტიასაც სალონის ახალი ორიგინალი ფილტრი იძლევა. რაც შეეხება ჰაერის ფილტრს, ის ავტომანქანის ძრავის გამართულ მუშაობას უზრუნველჰყოფს, შედეგად, გარემოს დაბინძურება მცირდება.

კომპანიის განმარტებით, ტოიოტას მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე სხვა ავტონაწილები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად "ტოიოტას" მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საზაფხულო აქციაში ჩართვით, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

ცნობისთვის, აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2511; 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო